31 მაისი 2021
თბილისის საკრებულოს აპარატის და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წარმომადგენლები გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამის წარმატებით ამოქმედება თბილისის მერიისა და დედაქალაქის საკრებულოს ძალისხმევით მოხდა.გაფანტული სკლეროზის საინფორმაციო კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში გამართული ღონისძიების მიზანი დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სიმპტომების ინფორმირებულობა და რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის ადექვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წლიდან გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს ძვირადღირებულ მედიკამენტებს 25 ათასი ლარით უფინანსებს. ანალოგიური მომსახურებით 2020 წლიდან სარგებლობენ თბილისში მცხოვრები პაციენტები.
ღონისძიებას თბილისის მერიის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მედიკოსები და პაციენტები ესწრებოდნენ.
გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო კამპანიას საქართველო 2018 წლიდან შეუერთდა.