07 სექტემბერი 2021
თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებმა ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორის მოადგილეს ნინო ბისეიშვილს და პროგრამის კოორდინატორს ნინო ლომინაძეს მოუსმინეს, რომლებმაც კომისიის წევრებს 2021 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში შესრულებული სამუშაობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.
ნინო ბისეიშვილმა ლილოს მიუსაფართა თავშესაფარის, ასევე ვარკეთილის, ორხევისა და დიდი დიღმის სოციალური საცხოვრისების სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა და ბენეფიციართა კვებით უზრუნველყოფასა და სანიტარულ-ჰიგიენურ მომსახურებაზე დეტალურად ისაუბრა.
მანვე დეპუტატებს არსებული ეპიდ-მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საანგარიშო პერიოდში თავშესაფარში მცხოვრებ ბენეფიაციარების მიერ მიღებულ სხვადასხვა მომსახურებაზე გაამახვილა ყურადღება.
სხდომაზე ასევე ჯგუფური შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ბოლო თვეებში ამ მიმართულებით ბენეფიციარების მხრიდან მომართვა განსაკუთრებით გაიზარდა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასეს.