21 ნოემბერი 2025 თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ბექა მიქაუტაძე, თურქეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრა თურქული ჰოსპიტლის, Medicalpar“-ის, ბიზნესის განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელ ნატალია დემირკირანთან, ამავე ჰოსპიტლის მალტეპეს ფილიალის უცხოელ პაციენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ დილექ გენჩთან, Medical Solution Group-ის დამფუძნებელსა და დირექტორ მეჰმეთ ფატიჰ თურანთან, სამედიცინო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელ თამარა ჯარიაშვილთან და პაციენტებთან ურთიერთობის მენეჯერ ილიანა დემურაშვილთან ერთად დედაქალაქის საკრებულოში გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შემდგომი ურთიერთობებისა და სამედიცინო სფეროში მდგარი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას შეეხო. თურქი სტუმრები ჯანდაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტში მოქმედი პროგრამებით დაინტერესდნენ, რომლის შესახებაც ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის დასასრულს მხარეები ურთიერთობების გაგრძელების, შემდგომი მოქმედებების უფრო მჭიდრო კოორდინაციისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე შეთანხმდნენ.