13 ოქტომბერი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.
სხდომას, რომელსაც კომისიების წევრებთან ერთად განმცხადებლებიც ესწრებოდნენ, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის მობილიზებული თანხებისა და რესურსების ხარჯვის პროცესის მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელეს.
დღესვე, დეპუტატებმა შესაბამისი რეაგირების მიზნით, სტუდიის „რაკურსი“ დირექტორის დავით ცინცაძის, პოლიტკოვსკაიას N18-ში მცხოვრებ პირთა კოლექტიური და სხვა მოქალაქეთა განცხადებები განიხილეს.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
მაისი 20,2025
სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს კონგრესზე ლევან ჟორჟოლიანმა სლოვაკეთში ევროპული ქარტიის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 26,2023