23 მაისი 2025 თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის; ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ იმსჯელეს, რის შემდეგაც დეპუტატებმა თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ტყემალაძის დანიშვნას თანხმობა მისცეს.
თბილისის საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ დედაქალაქის ვიცე-მერად დანიშვნის შემდეგ გიორგი ტყემალაძე დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას კიდევ უფრო აქტიურად შეძლებს.
გადაწყვეტილებას გიორგი ტყემალაძისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და მისი კანდიდატურის დედაქალაქის ვიცე მერად დანიშვნის თაობაზე საკრებულო წევრები დღევანდელ სხდომაზე მიიღებენ.