03 თებერვალი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძე დეპუტატებს საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის ცვლილების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, წარმომადგენლობითი ორგანოს დამოუკიდებელი წევრი სევდია უგრეხელიძე განათლებისა და კულტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების ნაცვლად მუშაობას იურიდიულ საკითხთა, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიებში განაგრძობს.
კომისიის წევრებმა სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების, ასევე ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები განიხილეს და წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებმა შესაბამისი რეაგირების მიზნით, მოქალაქეების განცხადებები განიხილეს.
კომისიების გაერთიანებულ სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები და უშუალოდ განმცხადებლები ესწრებოდნენ.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
მაისი 20,2025
სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს კონგრესზე ლევან ჟორჟოლიანმა სლოვაკეთში ევროპული ქარტიის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 26,2023