06 ივნისი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე ხელმძღვანელობდა.
კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის N30-87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს.
ასევე კომისიის სხდომაზე თანხმობა მიეცა რამდენიმე უძრავ ქონებაზე პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხებსაც.
კომისიის სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.