07 აპრილი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე ხელმძღვანელობდა. კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის N33-99 დადგენილებაში ცვლილების“ შეტანას. წარმოდგენილი დადგენილების პროექტით განსაზღვრება დედაქალაქის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მოწყობილი სპეციალური გადასასვლელებით სარგებლობის კუთხით არსებული პირობების გაუმჯობესება და ასევე მათი კანონიერი წარმომადგენელის მიერ სპეციალური საცნობი ნიშნის მიღების პროცედურები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ სატრანსპორტო საშუალების პარკირება უნდა მოახდინოს მისთვის ნებადართულ ერთ პარკირების ადგილზე ისე, რომ არ გააჩეროს ტროტუართან მისასვლელ შემაღლებაზე და მის სიახლოვეს, რათა დაბრკოლება არ შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის გადაადგილებას.
კომისიის სხდომაზე თანხმობა მიეცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების წესის დამტკიცების საკითხს და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის N33-92 დადგენილებაში ცვლილებას.
დღესვე კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს რამდენიმე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხს.
კომისიის სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.