02 ოქტომბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა მერიის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებს ნინო ბურძენიძეს და დავით კერესელიძეს მოუსმინეს, რომლებმაც დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვისა და რეგისტრაციის, ასევე მიღება-ამორიცხვის წესზე მიაწოდეს ინფორმაცია.
დღესვე დეპუტატებმა შპს „ვაკის-პარკისთვის“ განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლებაზე თანხმობის გაცემისა და შესაბამის ქონებასთან დაკავშირებული პირობების შეცვლის თაობაზე იმსჯელეს და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015-ის“ საორგანიზაციო კომიტეტის“ ლიკვიდაციაზე თანხმობის მიცემის საკითხი განიხილეს.
გარდა ამისა, ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი წარმოადგინა.
კომისიის წევრებმა განხილვის შედეგად ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომას, რომელსაც თევდორე კობახიძე ხელმძღვანელობდა თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.