31 აგვისტო 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ დეპუტატებს განსხილველად დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი წარუდგინა.
სხდომაზე კომისიის წევრების გადაწყვეტილებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზურაბ ნეფარიძის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი განიხილეს.
ასეევ, იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს „წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის #16-38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს.
იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომაზე განხილულ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცა და მათ თაობაზე საკრებულოს დეპუტატები სხდომაზე იმსჯელებენ.