08 სექტემბერი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე მოქალაქეთა მიღებას აგრძელებს.
საკრებულოში საკრებულოში მისულ მოქალაქეებს, კომისიის თავმჯდომარე ტრადიციულად პირადად შეხვდა და მათთვის აქტუალური საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მიღებაზე მისულმა მოქალაქეებმა თევდორე კობახიძეს დახმარება, იურიდიული კონსულტაცია და შუამდგომლობის გაწევა საბინაო, მიწის ლეგალიზაციის, სხვადასხვა ყოფითი პირადი საკითხების ირგვლივ სთხოვეს.
საკითხების უშუალოდ მოქალაქეებისგან გაცნობის შემდეგ, თევდორე კობახიძემ რამდენიმე მოქალაქეს იურიდიული კონსულტაცია გაუწია და აღნიშნა, რომ მიწოდებულ მასალებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია დეტალურად შეისწავლის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათ დახმარებას გაუწევს.