17 ივნისი 2015 თბილისში, ეზიდთა თემის გამოჩენილი წარმომადგენლების, ძმებ ბაღჩო და აზიზ სლოევების მემორიალური დაფა გაიხსნა. ძმები სლოევები, რომლებიც ლეონიძის #1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში 1938-1996 წლებში ცხოვრობდნენ, მწერალთა კავშირის წევრები, დამსახურებული პოეტები და ეზიდთა თემის პირველი ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ.
მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალს ოჯახის წევრები, ეზიდთა თემის წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოს ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, მარგალიტა ხიდირბეგიშვილი და მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ეზიდთა სახლის წარმომადგენელმა, ლილი საფაროვამ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის, ასევე დედაქალაქის საკრებულოს და მერიას მხარდაჭერისთვის.
„ბაღჩო და აზიზ სლოევების მემორიალური დაფა არის კიდევ ერთი სიმბოლო და დასტური იმისა, რომ საქართველოში პატივს სცემენ და უფრთხილდებიან ძმათაშორის ურთიერთობებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს.“ - განაცხადა ლილი საფაროვამ.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025