27 ივნისი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი რიმა ბერაძე თბილისში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული ღონისძიებების ფარგლებში გამართულ ბოშათა თემის შემეცნებით-კულტურულ საღამოს დაესწრო.
რიმა ბერაძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა, ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის არსებულ მუშაობის მექანიზმებზე, სტრუქტურასა და სპეციფიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის დაარსებიდან დღემდე სხვადასხვა ერისა თუ ეთნოსის წარმომადგენლები ქართველებთან ერთად მეგობრულად და ჰარმონიულად თანაარსებობენ.
,,საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ ინიციატივით შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს ფრაქციასთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანიც ეთნიკურ უმცირესობებთან კოორდინირებული თანამშრომლობა და ურთიერთობათა გაღრმავებაა’’,-განაცხადა რიმა ბერაძემ.
კულტურულ ღონისძიებაზე ბოშათა თემის წარმომადგენლებმა სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შექმნილი მუსიკალური პროგრამა წარმოადგინეს.
საღამოს, რომელიც გაჩიანის ბოშათა თემის „რომა“ ინიციატივით, ბოშათა დიასპორის ხელმძღვანელის ვენერა მარტყოფლიშვილის მხარდაჭერითა და ქალთა ფონდის დაფინანსებით „მეგობრობის სახლში“ გაიმართა, ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი და თბილისის მერიის ა(ა)იპ „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025