02 აპრილი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგული სამეცნიერო ცენტრი-ხუჯაძის კლინიკის“ ერთობლივი ინიციატივით, საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გაიმართა.
აქცია ქართულ-ფრანგულ სამეცნიერო ცენტრში ფრაქციასთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ჩართულობით გაიმართა, რომლითაც ამჯერად თბილისში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ისარგებლეს. კლინიკაში ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ და კონსულტაცია გაეწიათ.
ფრაქციის თავმჯდომარის რიმა ბერაძის განცხადებით, კლინიკასა და წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაუტარდებათ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქველმოქმედო აქცია მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო და კიდევ ორი თვის მანძილზე გაგრძელდება.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში
ივნისი 06,2025