07 ივნისი 2018 თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართულო ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა, რომელზეც ფრაქციის თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა IRI-ის კვლევებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხვალ თბილისის საკრებულოში IRI-ის კვლევის თბილისის ნაწილის პრეზენტაცია გაიმართება. ბექა დავითულიანის თქმით, კვლევის პოლიტიკურ ნაწილზე, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, საკრებულოს უმრავლესობას შეკითხვები აქვს. კერძოდ, ცესკო-ს და პოლიციის საქმიანობის ნდობის საკითხის ნაწილში, რომელიც 2012 წლის კვლევაში უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს.
„ამ კვლევასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, უკვე გამოქვეყნდა მისი პოლიტიკური ნაწილი, რომელიც არ ასახავს რეალურ სურათს. ეს შეკითხვები ხვალ აუცილებლად იქნება დასმული. IRI-ის საქართველოს წარმომადგენლობა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს კვლევებს, რომ მათ მიმართ არ გაჩნდეს ნიჰილიზმი და უნდობლობა, ეს არ შედის არც ჩვენს და არც ამ ორგანიზაციის ინტერესებში,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
რაც შეეხება უკვე გამოქვეყნებული კვლევის თბილისის ნაწილს, ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, საკრებულოს უმრავლესობას ამ ეტაპზე კითხვები არ აქვს.
დღესვე ფრაქციის სხდომაზე თბილისის მეტროპოლიტენში განვითარებული მოვლენები განიხილეს. საკითხი თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელმა მამუკა კობახიძემ წარადგინეს.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში
ივნისი 06,2025