20 მაისი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი და ფრაქციის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსათვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძე ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ მარტოხელა, პენსიონერ ქალბატონებს ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.
დეპუტატმა შეხვედრისას მათი საცხოვრებელი პირადად დაათვალიერა, პრობლემები მოისმინა და შესაბამის დახმარებას დაჰპირდა.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, საკრებულოს წევრი სამაჟორიტარო ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად მუდმივად ინტერესდება მარტოხელა პენსიონერების ყოველდღიურობითა და პრობლემებით.
,,ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ყურადღება არ მოვაკლოთ ამ ქალბატონებს და მათ საჭირო დახმარება დროულად აღმოვუჩინოთ.
დღეს ვეძათხევის, პ.სააკაძისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე მცხოვრებ მარტოხელა პენსიონერ ქალბატონებს ვესტუმრეთ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ’’,-განაცხადა რიმა ბერაძემ.
საკრებულოს მაჟორიტარი წევრი მათ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას და ასევე სხვადასხვა პრობლემის მოგვარების მიზნით, შესაბამის ორგანოებთან საჭირო შუამდგომლობის გაწევას დაჰპირდა.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025