15 მარტი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ამავე რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან და არქიტექტორთან გია გიორგაძესთან ერთად ჩუბინაშვილის N40ბ-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და თანამედროვე, ახალი ტიპის საცხოვრებელი სახლის პროექტი წარუდგინა.
დეპუტატის განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრა მათთვის ახალი პროექტის გაცნობის მიზნით შედგა, რის შემდგომაც დოკუმენტი დედაქალაქის მერიაში იქნება წარდგენილი.
მისივე თქმით, მისამართზე, სადაც დაზიანებული სახლის დემონტაჟი უკვე განხორციელდა, სულ 24 ოჯახია რეგისტრირებული, რომელთაგან 12 რაიონის გამგეობის მიერ ქირითაა გაყვანილი.
„ჩვენი სურვილია ჩუღურეთში კიდევ ერთი თანამედროვე ტიპის შენობა აშენდეს და მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ აღნიშნულის განხორციელებას უახლოეს მომავალში შევძლებთ“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში
ივნისი 06,2025