01 აპრილი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ საქართველოში მცხოვრებ ასირიულ თემს „ხაბ-ნისანის“ დღესასწაული მიულოცა.
,,სულით და გულით გილოცავთ ხაბ-¬ნისანის - ¬ ახალი წლის, ამავდროულად, გაზაფხულის, სიყვარულისა და განახლების ბრწყინვალე დღესასაწაულს და თქვენს ოჯახებს დღეგრძელობას, ბედნიერებას, წარმატებებსა და კეთილდღეობას, ვუსურვებ’’,-განაცხადა დეპუტატმა.
1 აპრილს ასირიელები ახალი წლის დღესასწაულს „ხაბ -ნისან“-ს აღნიშნავენ.
2016 წლის პირველ აპრილს, მათი კალენდრის მიხედვით, 6766 წელი დადგა. ეს
დღესასწაული სათავეს შუამდინარული ტრადიციებიდან იღებს და ორ მითს, სამყაროს შექმნისა და ნაყოფიერების ქალღმერთ იშტარისა და მწყემსი თამუზის სიყვარულის ამბავს უკავშირდება.
ამ დღეს ასირიელები გაზაფხულის დადგომას, ბუნებისა და სიცოცხლის განახლებას ზეიმობენ და დღესასწაულს ნაციონალური სიმღერებითა და ცეკვით აღნიშნავენ.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025