21 მარტი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაული მიულოცა.
„მინდა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ეროვნული დღესასწაული მივულოცო. „ნოვრუზ ბაირამი“ ყველა აზერბაიჯანელისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიაობასთან, „ახალ დღესთან“ და ახალ წელთან ასოცირდება.
საქართველო ოდითგანვე მრავალეთნიკური და მრავალკულტურული ქვეყანა იყო. ჩვენ კი, ამ ტრადიციის მიმდევარი ერი ვართ და თქვენთან ერთად ვზეიმობთ აღნიშნულ დღესასწაულს“-განაცხადა რიმა ბერაძემ.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025