10 მარტი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე კულტურულ ურთიერთობათა ცენტრში „კავკასიური სახლი“ გამართულ რუსული კულტურის საღამოს ფრაქციასთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს მიწვევით დაესწრო.
ღონისძიება, რომელიც რუსეთის სახალხო დღესასწაულს „მასლენიცა“ (ყველიერი) მიეძღვნა, „საქართველოს რუს ქალთა კავშირისა“ და „ახალგაზრდა რუსების კავშირის“ ორგანიზებით ჩატარდა.
ორგანიზატორთა თხოვნით რიმა ბერაძემ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თბილისი ტოლერანტული ქალაქია, რომელშიც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები ასეულობით წლების განმავლობაში მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.
დეპუტატმა უახლოეს მომავალში თბილისში „მეგობრობის სახლის’’ გახსნის თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ადგილი, სადაც ეთნიკურ უმცირესობებს შეკრებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის საშუალება ექნებათ.
ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა და რუსული სახალხო დღესასწაულის „მასლენიცა“ თემაზე ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყო.
„კავკასიურ სახლში“ გამართულ რუსული კულტურის საღამოს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციასთან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი რიტა ხიდირბეგიშვილი ესწრებოდა.
საქართველოში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან და სათვისტომოებთან მსგავსი ტიპის ღონისძიებები და შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში
ივნისი 06,2025