24 იანვარი 2018 თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე ბექა დავითულიანი სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ თბილისის მერის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა თბილისის საცობებისგან განტვირთვაა. მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. მათ შორის, მოწესრიგდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, დაიწყება მუნიციპალური ავტოპარკის განახლება და განხორციელდება მეტროს რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, ბექა დავითულიანის თქმით, ცვლილება შევა დასუფთავების, სადისტრიბუციო და სამშენებლო სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების განრიგშიც.
„დღეს დედაქალაქის მერმა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები დაანონსა, რომლებიც ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებას ეხება. ამ მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯი დადებით შედეგს გამოიღებს და ჩვენი ქალაქი საცობებისგან განიტვირთება“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025