30 მარტი 2018
თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დასაწყისში, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განცხადება გააკეთა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით.
„ აქტიური კვირის შემდეგ, ალბათ საჭიროა გავაკეთოთ განცხადება და შევაჯამოთ გენგეგმის გარშემო მიმდინარე განხილვები. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოხდა თემის პოლიტიზება, ისე, როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე. არავინ არ დავობს, არც ოპონენტები და არც ჩვენ, რომ გენგეგმა არის გარდაუვალი საჭიროების დოკუმენტი ქალაქისთვის. მოგვიწია ამ საკითხის არა შინაარსობრივი, საგნობრივი განხილვა, არამედ პოლიტიკურ კონტექსტში გადატანა. ეს არის სამწუხარო ფაქტი,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და მიზანი.
„პირველი არის ის, რომ ქალაქმა მიიღოს ხარისხობრივად მაღალი დონის გენერალური გეგმა, მეორე საკითხია, რომ ეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს და მესამე, ეს იყოს გენგეგმა, რომელიც იმუშავებს და მასში ასახული გადაწყვეტილებები იქნება რეალიზებადი,“- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
ბექა დავითულიანის თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე გადაწყვეტილება ორშაბათს გამოცხადდება.
„ჩვენი პოლიტიკური პოზიცია ცნობილია. ყველა ამ კომპონენტს დავაკმაყოფილებთ და ორშაბათს გამოცხადდება გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე ოპტიმალური იქნება ქალაქისთვის. შესაბამისად, ორშაბათიდან შევუდგებით კონკრეტულ მუშაობას გენგეგმის დახვეწაზე და მის განახლებულ ვარიანტზე,“- დასძინა დავითულიანმა.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025