25 ოქტომბერი 2022
თბილისის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის მიერ საკრებულოში დედაქალაქის მერის დაბარებას გამოეხმაურა.
ავთანდილ ცინცაძემ ოპოზიციის მოთხოვნას ე.წ. შოუს დადგმის მცდელობა უწოდა.
,,ჩვენ არაერთხელ გვინახავს მათი მხრიდან შოუს დადგმის მცდელობა. კახა კალაძეს დიდი ხანია ვალდებულება აქვს აღებული დედაქალაქის მოსახლეობის მიმართ და პასუხისმგებლობას არასდროს გაქცევია. თბილისის მერი აუცილებლად მოვა საკრებულოში, როცა ამისი საჭიროება იქნება და ოპოზიციას არგუმენტირებული კითხვების დასმის საშუალება მიეცემა’’,-განაცხადა ავთანდილ ცინცაძე.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში
ივნისი 06,2025