06 აპრილი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 27 საკითხი განიხილეს.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა სხვა საკითხებთან ერთად თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
როგორც ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ განმარტა, აღნიშნული ცვლილებები საკრებულოს ყველა კომისიამ განიხილა და თითოეულმა მათგანმა დადებითი დასკვნა წარმოადგინა.
ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე საკრებულოს დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ მიაწოდა, რის შემდეგაც სხდომა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.
დეპუტატებმა აღნიშნულ ცვლილებებზე საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს და მერის მოადგილეს კონკრეტული კითხვებით მიმართეს, რაზეც გიორგი ხელაიამ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს 31-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 7 დეპუტატი იყო, ხოლო საკითხის კენჭისყრისას თავი არც ერთ დეპუტატს არ შეუკავებია.
საკრებულოს წევრებმა დღესვე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
საკითხი დეპუტატებს საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა წარუდგინა და პუნქტობრივად განმარტა ის დეტალები, რომელსაც აღნიშნული წესი მოიცავს.
ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესი საკრებულოს დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.
ამავე სხდომაზე დეპუტატთა უმრავლესობამ ,,სსიპ’’ და ,,ააიპ’’-ებისთვის ქონების უზუფრუქტის ფორმითა და სახელმწიფოსთვის თვითმმართველი ერთეულის ქონების უსასყიდლოდ გადაცემას დაუჭირა მხარი. დამტკიცდა ქონების ნუსხა და გეგმა.
სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025