15 სექტემბერი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 24 საკითხი განიხილეს, რომელიც დეპუტატებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებმა და უფროსებმა გააცნეს.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს გელა ჩივიაშვილს, მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელს ნესტან ადვაძესა და თბილისის ქონების მართვის საქალაქო სამსახურის უფროსს კარლო ლაფერაძეს მოუსმინეს.
შესაბამისი განხილვის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები კენჭისყრის შედეგად დადებითად გადაწყვიტეს.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025