09 ოქტომბერი 2025
თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის დანიშვნას მხარი დაუჭირეს. საკრებულოს წევრებმა კახა აბულაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საკრებულოს №28-96 დადგენილებაში ცვლილებას, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებას, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების დამტკიცების თაობაზე განკარგულების პროექტს დაუჭირეს მხარი. საკითხები თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ წარადგინა.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა საირმის ქუჩაზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის ფარგლებში დაზარალებული პირების მიმართ თანხის და ფართის სახით გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხს მხარი დაუჭირეს.