19 აგვისტო 2025 თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა, თბილისში, რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების, ასევე, დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის და ფართის სახით გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებები დაამტკიცეს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებები საირმის, ნუცუბიძის, კოსმონავტების, პეტრე იბერის, ბაქრაძის, ბოხუას, ასევე დიღმის მასივის II კვარტალში არსებული დაუსრულებელი მშენებლობების მიმართ გატარდება.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხიც შეათანხმეს და სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს. ამას გარდა, საკრებულოს წევრებმა, რამდენიმე მისამართზე არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებიც შეათანხმეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში, მათ შორის, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების“, ასევე „თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ არსებულ შესაბამის დადგენილებებში. „ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ, მედიკამენტ „ოკრელიზუმაბის“ კანქვეშა ფორმის დანერგვას და გაფანტული სკლეროზის მქონე პაცინტებისთვის მკურნალობის თანამედროვე ფორმებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.
დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე სკოლისთვის სახელის მინიჭების შესახებაც იმსჯელეს. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, №176 საჯარო სკოლას აკაკი შანიძის, ხოლო №49 საჯარო სკოლას აკაკი ჩხენკელის სახელი მიენიჭა.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე, სარევიზიო კომისიის 2025 წლის 6 თვის მუშაობის ანგარიშიც მოისმინეს.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025