16 თებერვალი 2018 თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
საკითხი დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა. ირაკლი ხმალაძის განმარტებით, გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, კერძოდ, 2018 წელს 100 ახალი ავტობუსის შემოყვანას მოხმარდება. ასევე იზრდება საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის და გამწვანების ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხები.
დღესვე დეპუტატებმა შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ და ააიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოს“ დაფუძნებას, ასევე თბილისის მერიის რამდენიმე საქალაქო სამსახურის დებულებებში შესატან ცვლილებებს მისცეს თანხმობა.
ცვლილება განხორციელდა არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებულ მომსახურების და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესშიც.
საკრებულოს წევრებმა დღესვე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ იმსჯელეს და საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანას დაუჭირეს მხარი.
რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალური ერთბინიანი სახლების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს და ასევე თბილისში 14 ცენტრალურ ქუჩაზე მიკროავტობუსების გაჩერებისთვის წინასწარ დადგენილი ადგილები განსაზღვრეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, წარმოდგენილი რეგულაცია რუსთავი-თბილისის ხაზზე მოძრავ მიკროავტობუსებზეც გავრცელდა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომას დეპუტატებთან ერთად დედაქალაქის მერის მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. დღევანდელ სხდომაზე სულ 20 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025