12 დეკემბერი 2014 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 49 საკითხი განიხილეს.
პირველი საკითხი 2014 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს შეეხებოდა, რომელიც დეპუტატებს დედაქალაქის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ წარუდგინა.
თბილისის მთავრობის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა იმ გარემოებებზე, რამაც ბიუჯეტში ცვლილების შეტანის აუცილებლობა განაპირობა.
"მთლიანობაში ბიუჯეტის გადასახადში მობილიზებულ იქნა რესურსი 52 მილიონი ლარი. აქედან 30 მილიონი ლარი გამოყენებულ იქნა ვალდებულებების შესასრულებლად, დანარჩენი 22 მილიონი ლარი გადანაწილდება სხვადასხვა პროგრამაზე და ქვეპროგრამაზე", - განაცხადა ლევან თევზაიამ.
საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლის ჯაბა სამუშიას თქმით, ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად 11 000 ოჯახისთვის მოხდება დასუფთავების დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა და ამას ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონი ლარი დასჭირდება.
მისივე განცხადებით, ბიუჯეტის ცვლილებების შედეგად 17 000-ზე მეტ ადამიანს, რომელიც დასაქმებულია მერიის სტრუქტურებში, ძირითადად კი ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურში,ასევე საბავშვო ბაღების სააგენტოში13-ე ხელფასი მიეცემა.
საკითხი ხმათა უმრალესობით დამტკიცდა.
დეპუტატებმა სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების, დედაქალაქის სხავადასხვა რაიონების ტერიტორიაზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტების შეთანხმების საკითხებზე და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეგიდით გასამართი საახალწლო და საშობაო ღონისძიებების შეთანხმების შესახებაც იმსჯელეს.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025