31 ოქტომბერი 2025 თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. მთავრობის ახალი შემადგენლობა საკრებულოს წევრებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წარუდგინა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ვიცე-მერის თანამდებობა გიორგი ტყემალაძემ დაიკავა. თბილისის მერის მოადგილეები კი, ირაკლი ბენდელიანი, კახა აბულაძე და ანდრია ბასილაია გახდნენ.
რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებს, უფროსების თანამდებობები შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი - ვლადიმერ ჭიღლაძე; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი - პაატა ტოგონიძე; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - ვახტანგ ლომჯარია; თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი - გოგი ჩიქოვანი; ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი აბუთიძე; იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი - სერგო ბირკაძე; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი - ირაკლი გვილავა; საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი - გაიოზ თალაკვაძე; მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი - დავით მალანია; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი - გელა ჩივიაშვილი; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი - ნიკოლოზ ჭონქაძე.
დღესვე საკრებულოს წევრებმა რაიონების გამგებლებიც დაამტკიცეს. ჩუღურეთის რაიონი - დავით მაქაცარია, დიდუბის რაიონი - დავით გელოვანი, გლდანის რაიონი - ბესიკ კალაძე, ვაკის რაიონი -ლევან ყიფიანი, ისნის რაიონი -აკაკი ხლაბუსტოვი, კრწანისის - ლაშა ცაგურია, მთაწმინდის - დავით კირკიტაძე, ნაძალადევის - ირაკლი ანდღულაძე, საბურთალოს - გაიოზ ვასაძე, სამგორის რაიონი - კახა სამხარაძე.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერი მოხსენებითაც გამოვიდა. მან თბილისის ახლადმოწვეული საკრებულოს თითოეულ წევრს და მის თავმჯდომარეს წარმატებები უსურვა, ამომრჩეველს კი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას სამომავლოდ დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. მათ შორის, თბილისის მერმა ყურადღება დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე; მეტროს ვაგონების დამატებაზე; საბაგირო გზების განვითარების, ასევე, ურბანული პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე; ისტორიულ არეალებში ავარიული სახლების ჩანაცვლების ახალ პროგრამასა და სხვა მიმართულებებზე გაამახვილა.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც საკრებულოს დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთეს.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
ოქტომბერი 30,2025