16 ივნისი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის სესხის აღებაზე თანხმობის მიცემისა და ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
სხდომის დაწყებისთანავე, საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს დედაქალაქში არსებული მდგომარეობისა და ასევე მუნიციპალური ანტიკრიზისული საბჭოს წუხანდელი სხდომის მიმდინარეობის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
გიორგი ალიბეგაშვილმა მხარდაჭერისა და დახმარებისთვის სამაჟორიტარო ბიუროების ხელმძღვანელებს, საპატრული პოლიციას, სპეცდანიშნულების რაზმებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ჟურნალისტებს, ასევე კერძო კომპანიებსა და ორგანიზაციებს და განსაკუთრებით, მოხალისეებს მადლობა გადაუხადა.
"მსგავსი თანადგომისა და სოლიდარობის მაგალითები იმედს იძლევა, რომ ერთიანი ძალებით ჩვენ კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
დეპუტატებმა არსებული მუხტის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრეს და სტიქიით დაღუპულთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატეს, რის შემდეგაც სხდომა ჩვეულ რეჟიმში გაგერძელდა.
დღესვე, თბილისის საკრებულომ მერიას გზების რეაბილიტაციისათვის 18-მილიონიანი სესხის გამოყოფის შესახებ თანხმობა მისცა.
საკითხი სხდომაზე თბილისის საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსმა - ლევან თევზაიამ გამოიტანა.
ლევან თევზაიას თქმით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა მერიას ქალაქის მასშტაბით გზების რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის 18 000 000 ლარის ოდენობით დამატებითი თანხების მოძიების ინიციატივით მიმართა.
"დედაქალაქის მერიამ სესხის გამოყოფის თაობაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიმართა, რაზეც წერილობითი თანხმობა მიიღი", - განაცხადა ლევან თევზაიამ.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებაც იმსჯელეს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ დეპუტატებს აღნიშნულ წესსში შეტანილი ცვლილებებისა და რეგულაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
დეპუტატებმა წარმოდგენილ წესს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025