30 ოქტომბერი 2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. თბილისის საკრებულოს მერვე მოწვევის პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. ცესკო-ს თავმჯდომარემ სხდომის წარმართვისთვის საკრებულოს უხუცესი წევრი შალვა ოგბაიძე მიიწვია.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, შალვა ოგბაიძემ დღის წესრიგი გააცნო საკრებულოს წევრებს და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა წარადგინა. საკრებულოს წევრებმა ზურაბ აბაშიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების კანდიდატურები წარადგინა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ბექა დავითულიანი, მოადგილეებად თინათინ ნიბლოშვილი და ლევან ჯაფარიძე აირჩიეს.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025