25 ივლისი 2025 თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტის 77 მილიონი ლარით გაზრდას მხარი დაუჭირეს. თბილისის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტი 77 მილიონ 111 ათასი ლარით იზრდება და 2 მილიარდ 348 მილიონ 609 ათას ლარს შეადგენს. თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება 2025 წლის 1 იანვრისათვის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენების, მიმდინარე წელს ფაქტიურად მიღებული შემოსავლებისა და მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით, წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
ბიუჯეტში ცვლილების გარდა, საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (გამგებელი) თანამდებობაზე ლევან ყიფიანის დანიშვნას და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (საქალაქო სამსახურის უფროსი) თანამდებობაზე სერგო ბირკაძის დანიშვნას მხარი დაუჭირეს.
დღესვე, „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხები განიხილეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ კი რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის და ფართის სახით გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების პროექტი გააცნო საკრებულოს წევრებს.
საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების; დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების, ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში შესატანი ცვლილებები განიხილეს. აღსანიშნავია ცვლილება, რომლის შედეგადაც, დიდი ლილოსა და ნასაგურის მცხოვრებლები იმ ვადით, სანამ ამ ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში არ მოვა, დასუფთავების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. აღნიშნული ცვლილება ამ ეტაპზე ათასზე მეტ ოჯახს შეეხება.
საკრებულოს სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ქუჩების სახელდების საკითხები წარადგინა.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025