20 მაისი 2025
თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის რევაზ სოხაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყარეს კენჭი. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ რევაზ სოხაძემ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს. საკითხი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, ცვლილება მიმდინარე წელს ფაქტიურად მიღებულმა შემოსავლებმა და მოსალოდნელმა პროგნოზებმა განაპირობა. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა გაიზარდა და 2 209 347,5 ათასი ლარი შეადგინა.
ბიუჯეტში ცვლილებების კენჭისყრის შემდეგ, საკრებელოს სხდომაზე „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების და თბილისში, გლდანის III მკ.რ-ის მიმდებარედ არსებული, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე სამშენებლო განვითარების დასაშვებობის საკითხის შეთანხმების თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტები განიხილეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა საკრებულოს წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილება და თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №50-98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის პროექტი გააცნო.
საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს სერგო ბირკაძეს მოუსმინეს, რომელმაც უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ დედაქალაქის რამდენიმე ქუჩის სახელდების საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებს.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025