01 აპრილი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ,,ტექნოლოგიური განვითარების ფონდის’’ ლიკვიდაციას, ასევე ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების განხორციელებას დაუჭირეს მხარი.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი გაკარგვის წესით იჯარით გადაცემას, ასევე ნაძალადევისა და ვაკის რაიონებში და სოფელ ტაბახმელაში მდებარე მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით პრივატიზებას მისცეს თანხმობა.
საკრებულოს სხდომაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ იმსჯელეს და აღნიშნულ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე დეპუტატებმა თბილისის N -54-ე საჯარო სკოლისთვის მსახიობი სოფიკო ჭიაურელის, ხოლო N -16 საჯარო სკოლისთვის დავით სარაჯიშვილის სახელების მინიჭებას დაუჭირეს მხარი. საკრებულოს სხდომას დეპუტატებთან ერთად დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025