30 მარტი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო“ და ორგანიზაციის „რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრი“ ერთობლივი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა საჯარო ლექციის ფორმატში გაიმართა.
ლექციაზე ევროპალამენტარმა მონიკა მაკოვეიმ წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის თანამშრომლებს რუმინეთის ევროკავშირში ინტეგრაციის მაგალითზე ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საკრებულოს თანამშრომლებმა კითხვა-პასუხის ფორმატში ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა მართლმსაჯულებისა და საჯარო ადმინისტრირების რეფორმები, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა.
პროექტი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ტარდება, ადგილობრივი თვითმმართველობების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის ფორმატში ხორციელდება და მის მიზანს ქვეყანაში ევროინტეგრაციის საკითხებში ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის გაზრდა წარმოადგენს.
შეხვედრას წარმომადგენლობით ორგანოს აპარატის თანამშრომლების გარდა, ფონდის წარმომადგენლები-ვანო ჩხკივაძე, ანი ახალკაცი და სალომე კაჭარავა ესწრებოდნენ.
საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
ივნისი 13,2025
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024
ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს აპარატისა და სამაჟორიტარო წარმომადგენლობების თანამშრომლებს შეხვდა
ივნისი 28,2024