03 იანვარი 2015
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს ისტორიულ შენობაში გამართულ საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე პატარებს უმასპინძლა.
საახალწლო ღონისძიებას სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები, ახალქალაქის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ასევე საკრებულოს დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების შვილები დაესწრნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პატარებს ახალი წელი მიულოცა.
"მინდა ყველას მოგილოცოთ ახალი 2015 წელი და გისურვოთ, რომ იგი სიკეთის მომტანი
ყოფილიყოს თითოეული თქვენთაგანისათვის"–განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
საკრებულოში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი ბავშვების საყვარელი ზღაპრის გმირების მონაწილეობით გაგრძელდა.
პატარებს ახალი წელი საბავშვო სტუდია "ბზიკების" პატარა მომღერლებსადა ილუზიონისტებთან ერთად სანტა კლაუსებმა, ფიფქიამ, ელფებმა და ზღაპრის სხვა გმირებმა მიულოცეს.
სადღესასწაულო ცენტრმა „ნევერლენდმა“ ზეიმზე მოსულ ბავშვებს სპექტაკლი „ყინულის დედოფალი“ წარმოუდგინა.
საკრებულოს ისტორიულ შენობაში გამართული ღონისძიება საახალწლო დეკორაციებით იყო მორთული.
ზეიმის ბოლოს პატარებს სანტა კლაუსები საახალწლო ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და საჩუქრები გადასცეს.
საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
ივნისი 13,2025
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024
ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს აპარატისა და სამაჟორიტარო წარმომადგენლობების თანამშრომლებს შეხვდა
ივნისი 28,2024