01 თებერვალი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია -„გაიღე სისხლი ბავშვების გადასარჩენად“ გაიმართა.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა უანგარო დონორთა აქციის ფარგლებში სისხლი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენლებს ჩააბარეს.
აქცია, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას ისახავს მიზნად, დედაქალაქის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ჩატარდა და მასში დეპუტატებმა და აპარატის ათეულობით თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
ანალოგიური აქციები თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში პერმანენტულად იმართება.
საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
ივნისი 13,2025
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024
ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს აპარატისა და სამაჟორიტარო წარმომადგენლობების თანამშრომლებს შეხვდა
ივნისი 28,2024