07 აგვისტო 2018
მიმდინარე წლის 6 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის მერიის ორგანიზებით, მინი-ფეხბურთში უწყებათაშორისი ტურნირი - „თბილისის მერიის თასი“ ჩატარდა, რომელშიც თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოსა და რაიონული გამგეობების გუნდები მონაწილეობდნენ.
თბილისის საკრებულოს გუნდი დამაჯერებელი გამარჯვებების შემდეგ ფინალში გავიდა, თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის გუნდს შეხვდა და საპრიზო ადგილი მოიპოვა.
ტურნირი ტრადიციულ ხასიათის ატარებს და იგი ყოველწლიურად იმართება.