07 დეკემბერი 2014 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის საკითხებთან დაკავშირებით ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, ასევე ბრენდის პოზიციონირებისას მისი არსისა და როლის წარმოჩენა.
ტრენინგის მონაწილეებმა ტრენერებთან ერთად დეტალურად ისაუბრეს სამუშაოების ორგანიზების, ადამიანის რესურსების მართვისა და გუნდური მუშაობის პრინციპებზეც.
ამასთან, განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა სამაუწყებლო, ბეჭვდითი და სოც. მედიის შედარებითი ანალიზი, მათთან მუშაობის პრინციპები, შიდა კომუნიკაცია, მისი როლი და მნიშვნელობა.
ტრენინგის მეორე დღეს გარკვეული დრო ორგანიზაციის ფოტოებისა და მათი განთავსების განხილვას, ასევე ირიბი პიარის შემუშავების პრინციპების გაცნობას დაეთმო.
საუბარი ასევე შიდა კომუნიკაცის, მის როლის, მნიშვნელობის და ივენთის მართვის კუთხითაც წარიმართა.
ორდღიანი ტრენინგი, რომლის ფარგლებში სემინარის მონაწილეებმა თეორიული კურსის მოსმენის პარალელურად პრაქტიკული სამუშაოებიც გაიარეს, ტრენინგის შეჯამებითა და დისკუსიით დასულდა.
სემინარი, რომელსაც კონსულტაციისა და ტრენინგ ცენტრის (CTC) წარმოადგენლები უძღვებოდნენ, დედაქალაქის საკრებულოს ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.