10 ნოემბერი 2022
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს, საკრებულოს წევრებს და თანამშრომლებს, სურვილისამებრ, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ოთხ კომპონენტიანი ვაქცინაცია ჩაუტარდათ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით 5 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველასათვის უფასო იქნება.
ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
საკრებულოს წევრებმა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდეს.
„ვაქცინაცია იცავს ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, ამიტომ კიდევ ერთხელ, ყველას ვურჩევ, გაიკეთონ აცრა და ისარგებლონ უფასო ვაქცინაციის პროგრამით“.- აღნიშნა საკრებულოს წევრმა ანა კაკაბაძემ.
სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა „შესაბამისობის აუდიტის“ კურსი გაიარეს
თებერვალი 27,2026
საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
ივნისი 13,2025
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024