09 ოქტომბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები აქციას ,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე ბავშვების სიცოცხლე“ შეუერთდნენ.
აქცია, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას ისახავს მიზნად, დედაქალაქის საკრებულოს ფოიეში დილიდან მიმდინარეობს და მასში აპარატის ათეულობით თანამშრომელი იღებს მონაწილეობას.
აქცია ,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე ბავშვების სიცოცხლე“ იაშვილის კლინიკასთან არსებული სისხლის ბანკის ინიციატივითა და საკრებულოს ორგანიზებით მოეწყო.
ანალოგიური აქციები თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში პერმანენტულად იმართება.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს დეპუტატებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად უანგარო დონორთა აქციას რამდენჯერმე შეუერთდა.
წარმომადგენლობითი ორგანოს სხვადასხვა კომისიებისა და ფრაქციების ორგანიზებით, ასევე მოეწყო სისხლის დონორთა აქციები, რომლებშიც საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებიც იღებდნენ მონაწილეობას.
საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
ივნისი 13,2025
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024
ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს აპარატისა და სამაჟორიტარო წარმომადგენლობების თანამშრომლებს შეხვდა
ივნისი 28,2024