19 მარტი 2019 თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მხარდაჭერით და ,,სპორტის მართვის ასოციაციის“ ორგანიზებით, “იმედის სპორტულ კომპლექსში“, სამოყვარულო მინი-ფეხბურთის ჩემპიონატმა სტარტი აიღო.
ღონისძიება პროექტ „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და მასობრივი სპორტის განვითარებაში ინოვაციური ინსტრუმენტების და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას ისახავს მიზნად.
ტურნირში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდები იღებენ მონაწილეობას. პირველ შეხვედრაში საკრებულომ ისანი/სამგორის რაიონული გამგეობების გაერთიანებული გუნდი დაამარცხა.
სამოყვარულო მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.