2016 წლის 16 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ ცვლილებები განხორციელდა „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში“. 2016 წლის 1 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“.
ხსენებული ცვლილებების შესაბამისად:
· შეიცვალა და დაკონკრეტდა სახელმწიფო მოღვაწის და საზოგადმო მოღვაწის დეფინიციები;
· სახელდების შესახებ საკრებულოს წინაშე ინიციატივის წარდგენის უფლება მიენიჭა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1% და დასახლების საერთო კრებას;
· საკრებულო ვალდებული გახდა უზრუნველყოს ინიციატივების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში საკრებულოს ვებ გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნება, დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებების მიღება და მათთან კონსულტაციების გამართვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით;
· ადმინისტრაციული საქმისწარმოების რიგი ეტაპები მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონული პროგრამის გამოყენებით.
ხსენებული ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ასევე უზრუნველყოფს საკრებულოში მიმდინარე სახელდების საქმისწარმოების პროცესის გამჭვირვალეობას და დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
დაინტერესებულ მოქალაქეებს, განსახილველ ინიციატივებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. (თავისუფლების მოედანი #2; ტელ.: 032 2 99 04 36) ასევე შესაძლებელია შეტყობინების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე:m.baliashvili@tbsakrebulo.gov.ge და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის Facebook-ის ოფიციალურგვერდზე
დღის წესრიგი:
1. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ეფრემ ზაქარიაძის III შესახვევისთვის და მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის საზოგადომოღვაწის, პროფესორის გურამ თავართქილაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
2. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის ვლადიმერ ლობჟანიძის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ.
3. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ექიმის გასასვლელის მონაკვეთისთვის და ექიმის შესახვევისთვის სოლომონ დოდაშვილის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ.
4. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, ფარნავაზ მეფის I ჩიხისთვის და მასთან მდებარე უსახელო მონაკვეთისთვის ფარნავაზ მეფის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ.
5. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, წმინდაწყლის I ჩიხის გაგრძელების შესახებ.
6. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. ,,მუხიანი-2“ -ის დასახლებაში საირმის I შესახვევის სახელის გაუქმების შესახებ.
7. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლვოვისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავრცელების არეალის დაზუსტების შესახებ.
8. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, კედარის ქუჩასთან არსებული ორი უსახელო გასასვლელისთვის კედარის III და IV გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ.
9. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ფარიხან სოფიევას ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის სახელმწიფო მოღვაწის ფარიხანუმ სოფიევას სახელის მინიჭების შესახებ.
10. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. ,,მუხიანი-2“ -ის დასახლებაში, ზნაკვის ქუჩის გავრცელების არეალის დაზუსტების შესახებ.
2026 წლის არქივი
2025 წლის არქივი
2024 წლის არქივი
2023 წლის არქივი
2022 წლის არქივი
2021 წლის არქივი
2020 წლის არქივი
2019 წლის არქივი
2018 წლის არქივი
2017 წლის არქივი