07 აპრილი 2026 თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან და ცენტრალური ვაკის მაჟორიტარ ალექსანდრე ასათიანთან ერთად ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია.
კლინიკაში სტუმრობისას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სამედიცინო დაწესებულება დაათვალიერეს და კლინიკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართეს, რომელზეც კლინიკაში მოქმედ თბილისის მერიის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მაღალი კვალიფიკაციის ექიმებით დაკომპლექტებული საუნივერსიტეტო კლინიკა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი, სადაც მოქალაქეები ეპილეფსიის გამოკვლევისა და მედიკამენტებისთვის დაფინანსებას თბილისის მერიიდან და გამგეობებიდან იღებენ.
აღსანიშნავია, რომ კლინიკაში ფუნქციონირებს ეპილეფსიისა და ძილის ცენტრი, რომელიც ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობასა და მეთვალყურეობას უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უზრუნველყოფს. ცენტრი მუშაობს როგორც ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტის მოდელი საქართველოში. ჰოლანდიელი სპეციალისტები რეგულარულად ჩამოდიან ხეჩინაშვილის კლინიკაში და მონაწილეობენ პაციენტთა კვლევასა და მკურნალობაში.
„ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ვესტუმრეთ, ეს არის ერთ-ერთი წამყვანი მრავალპროფილური სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულება საქართველოში, სადაც მოსახლეობა მაღალი ხარისხის მომსახურებას იღებს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და კლინიკის ხელმძღვანელობა ერთობლივი პროექტების დაგეგმვის მიზნით მომავალ შეხვედრებსა და საქმიან ურთიერთობაზე შეთანხმდნენ.
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია სს „გეფას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 06,2026
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა
აპრილი 02,2026
თბილისის საკრებულოში ექიმ ქალთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით შეხვედრა გაიმართა
მარტი 27,2026