18 თებერვალი 2026 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა. სხდომას საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ წარადგინა.
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვაზე მხარი დაუჭირეს ჩუღურეთის, ნაძალადევის და სამგორის რაიონებში, თბილისის ზღვის სანაპიროს უსახელო მონაკვეთებისთვის ზოოპარკის სანაპიროს სახელის მინიჭების საკითხს. განიხილეს და მხარი დაუჭირეს ასევე მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, გუმბათების წყაროს ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის გრიგოლ რობაქიძის სახელის მინიჭების, ვაკის რაიონში, ბარბარე ყიფიანის ქუჩის გაგრძელების, გლდანის რაიონში, ლიბანის შესახვევისთვის, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ჩიხებისთვის მაყვალა მრევლიშვილის სახელის მინიჭების, გლდანის რაიონშივე, ვლადიმერ ჯანჯღავას III შესახვევისთვის, მასთან არსებული ორი ჩიხისთვის და ორი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ომარ ფურცელაძის სახელის მინიჭების, კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ცოტნე დადიანის I შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვალერი ჩიქოვანის სახელის მინიჭების,სამგორის რაიონში, გუმათჰესის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის ზურაბ კვანტრიშვილის სახელის მინიჭების საკითხებს.
როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ განაცხადა, აღნიშნული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომას წარედგინება.
თბილისის საკრებულოში რუსთავის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 04,2026
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026