30 იანვარი 2026 თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი, საკრებულოს წევრებთან მამუკა ხაბარელთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად, არაოლიმპიურ სახეობებში 2025 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო.
გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერტიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა საკრებულოს წარმომადგენლებმაც მიიღეს და წარმატებულ სპორტსმენებს ჯილდოები გადასცეს.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი სასტუმროში „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა.
ღონისძიებას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სპორტული ფედერაციების, სპორტის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დაჯილდოების ცერემონია საქართველოს სპორტის სამინისტროს და რადიო JAKO FM-ის მხარდამჭერით გაიმართა. არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები და სპორტსმენები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს.