20 დეკემბერი 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა დედაქალაქის მერის მოადგილესთან ანდრია ბასილაიასთან ერთად, თბილისის მუნიციპალური სერვისის „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის" წლის საანგარიშო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საღამოს „60+ კლუბის" მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია უძღვებოდა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა, გაიმართა კონცერტი და კლუბის წევრებს გადაეცათ საპატიო წევრობის სიგელები.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ 60+ კლუბის წევრებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა მუნიციპალურ პროგრამებში ძალიან მნიშვნელოვანია.
„დიდი მადლობა იმისთვის, რომ ყველა პროგრამაში, რომელსაც თბილისის მერია და საკრებულო ახორციელებენ, თქვენ აქტიურად ერთვებით. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში 60+ პროგრამას კიდევ უფრო მეტი პროექტი დაემატება და მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ პროექტებში"- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ღონისძიებას თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების დირექტორი ნინა ანჯაფარიძე და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის მუნიციპალური სერვისის „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის" უფროსი თაობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერასა და სოციალური ჩართულობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის" ხორციელდება თბილისის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდ UNFPA-თან პარტნიორობით. 2026 წლიდან, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, კლუბი დაიწყებს თაობათა შორის საგანმანათლებლო პროექტს, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები მოხალისეობრივად კლუბის წევრებს ინგლისურ ენას შეასწავლიან. პროექტი ხელს შეუწყობს თაობათა შორის თანამშრომლობას.
ლევან ჯაფარიძე და ზურაბ ჩიკვილაძე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრნენ
მარტი 17,2026
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე ლევან მიქავას მოუსმინეს
მარტი 17,2026
ზურაბ აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო
მარტი 17,2026