11 დეკემბერი 2025
თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე ზარნაძემ შპს „თბილსერვის ჯგუფის" და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საკრებულოს გარემოს დაცვის, ასევე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სამდივნოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის სტრატეგიული ხედვის და ნარჩენების მართვის გეგმის დოკუმენტზე იმსჯელეს. კონსტანტინე ზარნაძემ შპს „თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლებს გაწეული შრომატევადი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ნარჩენების მართვის სტრატეგიის დოკუმენტში საკრებულოს კომისიების რეკომენდაციები გათვალისწინებულია.
შეხვედრაზე დოკუმენტის დეტალები განიხილეს და ტექნიკური საკითხები შეათანხმეს.