10 ნოემბერი 2025
თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე ზარნაძემ, თბილისის მერის მოადგილესთან ანდრია ბასილაიასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსთან პაატა ტოგონიძესთან, სამსახურის წარმომადგენლებთან და ასევე შპს „თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის სტრატეგიის და ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტზე იმსჯელეს. შეხვედრაზე დოკუმენტის დეტალები განიხილეს, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ და იურიდიულ საკითხთა კომისიის წარმომადგენლებმა მერიის სამსახურებს საკუთარი რეკომენდაციები გააცნეს.
განიხილეს სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი, რომელშიც თბილისის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები თბილისის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის სტრატეგიის შესახებ დოკუმენტის დეტალებს განიხილავენ.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 20,2025
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ნოემბერი 12,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025